უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით 45 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, მათ 40 დრონი ჩამოაგდეს.
"11 თებერვლის ღამეს ოკუპანტებმა ყირიმიდან 45 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 40 "შაჰიდი" განადგურდა," - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, დრონები კიევის, ვინიცის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ჩერკასის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.