სახიფათო ვირუსი ტელეფონებში | ახალი მეთოდი ოპონენტების თვალთვალისა და მიყურადებისთვის

გამოქვეყნდა:

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, ყოველთვის არის ხოლმე ცდუნება ხელისუფლების მხარეს, რომ თვალთვალისა და მიყურადების ინსტრუმენტები უკანონოდ გამოიყენოს მისი ოპონენტებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ. კომპრომატების მოპოვება იქნება მიზანი თუ საარჩევნო პროცესებზე უკანონო თვალთვალი, ამისი პრეცედენტები საქართველოში ნამდვილად მრავლად მოიპოვება.

ამას ახლა დაუმატეთ ისიც, რომ წლიდან წლამდე ტექნოლოგიური შესაძლებლობები სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის მხარეს სულ უფრო იზრდება. და მაგალითად წლევანდელ საარჩევნო წელს ოტოს, სუს-ის ოპერატიულ ტექნიკურის სააგენტოს დაფინანსება რამდენჯერმე გაიზარდა. ხშირია შემთხვევა, როცა კონკრეტული ფაქტის გარშემო სამართალდამცავები იწყებენ გამოძიებას, მაგრამ მას შედეგი არასდროს მოაქვს. ვერც იმას ვიგებთ, ასეთი ჩანაწერები ან როგორ გაკეთდა, ან ვინ გააკეთა და როდის.

მაგალითად სუს-ის გამოჟონილმა ფაილებმა აჩვენა, რომ თვალთვალის მასშტაბები კოლოსალურია, ტექნიკური შესაძლებლობები ულევი, მაგრამ კანონიერება და მიზანშეწონილობა ყოველთვის აჩენს კითხვებს. Post Factum-ის რედაქცია ასევე აღმოჩნდა უკანონო მოსმენის მსხვერპლი, წლები გადის და გამოძიებას კვლავაც არ აქვს ჩვენთვის სათქმელი, როგორ მოხდა უკანონოდ აუდიოფაილის ჩაწერა დახურულ ოთახში.

ამისი ერთი გზა ე.წ. ჭკვიანი ვირუსებია, რომელსაც თქვენს ტელეფონზე სრულიად შეუმჩნევლად, სხვადასხვა ხვრელის გამოყენებით აყენებს ოპერატორი, და შემდეგ ყველა თქვენს სიტყვას, და ნაბიჯს აკონტროლებს, ხედავს რომელ ვებგვერდზე შეხვედით ან რა მისწერეთ თუნდაც დაშიფრული ჩატით თქვენს მეგობარს. საერთაშორისო გამოძიებამ, რომელიც ამგვარი სათვალთვალო ვირუსების უკანონო გამოყენებას შეეხებოდა, დაადასტურა, რომ საქართველოშიც ხდება მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

ეს კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფა კი მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისთვისაა ხელმისაწვდომი. ძვირადღირებული ვირუსულ პროგრამას კი ავტორიტარული რეჟიმები არა დანაშაულთან ბრძოლისთვის, არამედ ოპონენტების თვალთვალისთვის იყენებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი