მკვლელობა კრემლის დავალებით | პუტინის ირიბი აღიარება ზელიმხან ხანგოშვილის რუსული სპეცსამსახურების მიერ მკვლელობის შესახებ

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას, პუტინმა ირიბად და შემოვლით, მაგრამ მაინც პრაქტიკულად აღიარა ის, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში სწორედ რუსულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს. კრემლის ლიდერი პატრიოტ კაცს უწოდებს მკვლელს, რომელიც ორი პასპორტით მოძრაობდა გერმანიაში და მიანიშნებს, რომ მზადაა ხანგოშვილის მოკვლის გამო დაჭერილი გრუ-ს აგენტი ამერიკელ ჟურნალისტში გაცვალოს.

სხვათაშორის, კრემლი ვადიმ კრასიკოვის გადმოცემას და სანაცვლოდ დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელის გათავისუფლებას დასავლეთს მანამდეც სთავაზობდა. მაგრამ უარი მიიღო და საბოლოოდ სპორტსმენი გოგონა იარაღის ბარონში, ვიქტორ ბუტში გაცვალეს.

ძალიან საინტერესოა მოტივაცია კრასიკოვის გადმოსაცემად. საეჭვოა, რომ პუტინს მისი კოლეგის და იმ აგენტის ყოფა აღელვებდეს, ვისი ნამდვილი გვარიც დღემდე ვერავინ დაადგინა. უფრო მეტად ეშინია, რომ გერმანულ ციხეში გამოკეტილი ქილერი დროთა განმავლობაში ევროპაში მოქმედ მის მთელ სპეცსამსახურებს გამოააშკარავებს.

და თუ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მისი მოკვლა პირველად 2015 წელს სცადეს თბილისის ცენტრში. იმ საქმეზე გამოძიებამ ვერც ვერაფერი დაადგინა და ცხადია არც არავინ დაუჭერია. აი ასე, პუტინის მკვლელების რაზმი თბილისში სავარაუდოდ წლების განმავლობაში დაუსჯელად მოქმედებდა და ვინ იცის, იქნებ რაზმის რაღაც ფრაგმენტი დღმდე აქ  რჩება, რომელიც კონრკეტული ბრძანების შემდეგ გაიღვიძებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი