ტრამპის პოპულისტური განცხადება და დარტყმა NATO-ს ერთიანობაზე | ამერიკის მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის

გამოქვეყნდა:

ძალიან საშიშ დროს ნათქვამი საშიში სიტყვები - სხვაგვარად ვერ შეაფასებ იმას, რაც დღეს დონალდ ტრამპმა NATO-ს მოკავშირეებზე თქვა. ამერიკის ყოფილი პრეზიენტი და მაღალი ალბათობით მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი ამბობს, რომ ჭკუის სასწავლებლად წაახალისებდა რუსეთის თავდასხმას იმ ქვეყნებზე, რომლებიც სამხედრო დანახარჯებს არ ზრდიან, და მეტიც, მისი ლიდრობის შემთხვევაში ასეთი თავდასხმის დროს ამერიკა ამ ქვყენებს არ დაეხმარებოდა.

ცხადია, ამ სიტყვების მთავარი მიზანი იაფფასიანი პოპულიზმია, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ამისი თქმა პირდაპირი დარტყმაცაა ალიანსის ერთიანობაზე და ეს განცხადება განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან.

მეორე საკითხია, გადაარჩენს თუ არა ტრამპს ეს პოპულიზმი იმ ფონზე, როცა მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ყველაზე მძიმე გამოძიებაზე, 6 იანვრის ამბოხზე მას საპრეზიდენტო იმუნიტეტი მოეხსნა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი