იერუსალიმში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ხანძარი გაჩნდა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

იერუსალიმში, კფარ შაულის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც პერსონალის ორი წევრი დაშავდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომლებმა და მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ზონიდან სასწრაფოდ მოახდინეს პაციენტების ევაკუაცია და სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ყველა პაციენტი უსაფრთხოდაა. პერსონალის ორი წევრი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობდნენ და პირველადი სამაშველო ძებნა ჩაატარეს, ჰადასას სამედიცინო ცენტრში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

საჯარო ფსიქიატრიული საავადმყოფო დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ გივატ შაულსა და ჰარ ნოფის უბნებს შორის მდებარეობს.

ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი