უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 14 "შაჰიდი" და რაკეტა გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა მათი მიმართულებით 17 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, მათ 14 დრონი და Kh-59 ტიპის საჰაერო რაკეტა გაანადგურეს.

"12 თებერვლის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია შაჰიდ-136/131 ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის (პრიმორსკო-ახტარსკი) ტერიტორიიდან და Kh-59 საჰაერო რაკეტით ოკუპირებული ზაპოროჟიედან. ასევე, S-300 ტიპის მართვადი რაკეტებით ბელგოროდიდან," - ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო ძალები აღნიშნავენ, რომ დრონები და რაკეტა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ხმელნიცკის, ვინიცის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში განადგურეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი