
ისრაელის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი მძევალი გაათავისუფლეს.
მძევლები იდენტიფიცირებულები არიან, როგორ ფერნანდო სიმონ მარმანი, 60 წლის და ლუი ჰარი, 70 წლის, რომლებიც "ჰამასმა" 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს გაიტაცა. მათ ტყვეობაში 128 დღე გაატარეს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ისრაელის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა თქვა, რომ ეს იყო IDF-ის მიერ "შთამბეჭდავი განთავისუფლების ოპერაცია".
წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ორშაბათს დილით განაცხადა, რომ 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ქალაქ რაფაჰში. ქალაქს ღაზის სექტორს სხვა ნაწილებიდან დევნილმა 1,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი.