მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, უნდა ეფუძნებოდეს მთავრობის საქმიანობა ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის, და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შებრუნებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით". 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის პირველ მთავრობის სხდომაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი