ახალი პრემიერის პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. "შევახსენოთ წარსულის ცოდვები ახალ პრემიერს" - ასე ჰქვია აქციას, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა "ნაბიჯია".
აქტივისტებს ადმინისტრაციასთან მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით "ირაკლი გავრილოვიჩი", ბანერზე ირაკლი კობახიძის და რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ფოტოცაა, რომელიც თბილისში, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტის დროსაა გადაღებული.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქციის გამართვას გეგმავენ ონკოპაციენტებიც. ისინი ითხოვენ გაუქმდეს 25 000-ლარი ლიმიტი, ეს არის თანხა, რომლითაც სახელმწიფო წელიწადში 1 ონკოპაციენტის მკურნალობას აფინანსებს.