საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 9 თებერვალს ოფიციალური წერილით მიულოცა არჩევა | ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს,  ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების პროპაგანდისა და ბრალდებების პასუხად. მათივე ცნობით, წერილი 9 თებერვლით თარიღდება.

შეგახსენებთ, დილიდან "ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს უყენებს, რომ მან ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. მათი შეფასებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მეზობლურ ურთიერთობებს აზიანებს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით კი ეს "პოლიტიკური სიბეცეა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი