ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ეწინააღმდეგება დანარჩენ დასკვნებს - ჯიშკარიანი შაქარაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გამოქვეყნა. წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი "დღის სტუმარში" ამბობს, რომ ბოლო დასკვნა ეწინააღმდეგება ექსპერტიზის პირველ დასკვნას და უცნობია, თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ის. 

ბოლო და პირველი დასკვნა ერთმანეთთან რელევანტური არ არის. ჩვენი ექსპერტი აუცილებლად შეისწავლის მას. საბოლოო დასკვნა მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი მორგებულია გამოძიების იმ ვერსიას, რომელიც მულტფილმის სახით იქნა წარმოდგენილი. გარდა ამისა, იგი სცილდება მედიცინის კანონებსაც, - ამბობს ჯიშკარიანი. 

მარიამ ჯიშკარიანი აგრეთვე ფიქრობს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, საეჭვოა გარდაცვალებიდან 96 საათის განმავლობაში გვამური გაშეშება და ეს გამოძიების დაბალგანვითარებულობაზე მიუთითებს.

ექსპერტიზამ 70-იანი წლების დოკუმენტით იხელმძღვანელა საბოლოო დასკვნის დადებისას. ეს ყოველივე კი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტების მეთოდოლოგიას,  - თქვა "ემპათიას" დირექტორმა "მთავარი არხის" გადაცემა დღის სტუმარში საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე დღეს დამატებით 1 პირი დააკავეს. მან  სამართალდამცავ ორგანოებს შეგნებულად ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. 

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 18 პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი