დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრის, ნიკოლაი ლუკაშენკოს თქმით, ანექსირებული ყირიმიდან დროებით ოკუპირებულ ცხინვალში საერთაშორისო სამგზავრო ავტობუსი ივლის.
"ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამხრეთ ოსეთთან ავტობუსით კომუნიკაცია. მარშრუტის გახსნას საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის ვგეგმავთ, წლის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება", - თქვა ლუკაშენკომ.
უკრაინის დროებით ოკუპირებული ქალაქ იალტადან, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ავტობუსები კვირაში 3-ჯერ ივლის. მარშრუტი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დახმარებით შედგება.
ცნობისთვის, საავტობუსო მიმოსვლა ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს შორის უკვე მიმდინარეობს. ევპატორია-სოხუმის მიმართულებით მარშრუტი გასულ წელს ამოქმედდა.