ათენში კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა დირექტორი და კიდევ ორი ადამიანი მოკლა

გამოქვეყნდა:

ათენში, უკმაყოფილო ყოფილმა თანამშრომელმა ბერძნული გადამზიდი კომპანიის ხელმძღვანელი და ორი სხვა ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა.

პოლიციის სპიკერის, კონსტანტინა დიმოგლიდუს განცხადებით, დაღუპულთა შორის European Navigation-ის მფლობელი იყო.

"ჩვენს მაგიდასთან ვიყავით, ვმუშაობდით, გავიგეთ სროლის ხმა"... - განაცხადა ფირმის თანამშრომელმა.

პოლიციის თქმით 76 წლის ყოფილი თანამშრომელი და მისი იარაღი, შენობის სხვა ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს "მან, სავარაუდოდ, საკუთარ თავს ესროლა". მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი