შესყიდვების სააგენტომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე 2 კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ "შავ სიაში" შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს. საუბარია ორ კონტრაქტორზე - "მილენიუმ ბილდერს გრუპსა" და "ერ-ტე-დე"-ზე. 

მიმდინარე თვის დასაწყისში კი, ორივე კომპანია სააგენტოს "შავ სიაში" მოხვდა. იქამდე, მერმა დააანონსა, რომ მერიამ სააგენტოს მიმართა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გაშვების შემდეგ, 2 დღეში ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა შპს “ერ ტე დე"-ს. სხვა არც ერთ მიმდინარე ტენდერში, სადაც პროცესი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, კომპანია ამ დროისთვის მონაწილეობას არ იღებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14.8 მლნ ლარის კონტრაქტით "ერ-ტე-დეს" კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ს მშენებლობა დაუკვეთა. ხელშეკრულებას ხელი 18 იანვარს მოეწერა, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო კი, იგივე კომპანიას ხელშეკრულება 16 იანვარს შეუწყდა.

რაც შეეხება მეორე კომპანიას, "მილენიუმ ბილდერს გრუპს", ის 7 ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც 6 სხვადასხვა მიზეზით შეწყვეტილია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი