პუტინის შესაძლო ვიზიტი სომხეთში | კრემლი ერევნისგან გარანტიებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტამდე, რუსეთს სჭირდება გარკვეული გარანტიები სომეხი პარტნიორებისგან ICC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი

საუბარია სომხეთის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეერთებასთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან გარკვეული გარანტიების მიღება. ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ეს საკითხი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელსაც პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო. 

რომის სტატუტთან შეერთების გამო, ერევანი ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის ლიდერი, თუ ის მის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი