"პალატკაში" გადახვეული დავმარხე, ვერ დავინახე სახეზე, როგორი იყო ჩემი შვილი" | ლეღვაში მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედა

გამოქვეყნდა:

"პალატკაში" გადახვეული დავმარხე, ვერ დავინახე სახეზე, როგორი იყო ჩემი შვილი", - ამის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედა საუბრობს. ის მოსამართლეს ობიქტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

"მკვლელი, სადისტი მკვლელი, რომელმაც 19 ჭრილობით მომიკლა შვილი, დამიჩეხა, შვილი დამიჩეხა, დამიმარხა, "პალატკაში" გადახვეული შვილი დავმარხე, ვერ დავინახე სახეზე, როგორი იყო ჩემი შვილი... ერთი შვილის გულისთვის ამდენი ხალხი გაწირა ამ კაცმა... ერთი შვილის გულისთვის, რომ გადაერჩინა, გაეპარებინა... ამდენი ხალხი გაწირა", - თქვა გიორგი ალხანიშვილის დედამ.

ბრალდებულების ადვოკატის თქმით, ისინი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

ცნობისთვის, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ
ბრალდებულის მამას 5 წელი, ერთ-ერთ ბიძას 3 წელი მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გელა ბაჟუნაიშვილს (მამა იობი) გირაოს თანხა 15 000 ლარი უკან დაუბრუნდება, რადგან, მოსამართლის განმარტებით, მას შეეძლო, რომ აღსარების საიდუმლო არ გაეთქვა. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მოხდა, მოკლული 22 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი სამართალდამცავებმა მკვლელობიდან მერვე დღეს, ტყეში დამარხული იპოვეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ამ დრომდე დიდ ბრიტანეთში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი