თბილისში ერთ-ერთ ბარში მომხდარი ძალადობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი Sky girls-ის მენეჯერი დააკავეს. საქმეზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
მანამდე კი სამართალდამცველებმა "სქაი გერლს" ბარში დაცვის მიერ კლიენტების ცემის საქმეზე 2 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ არარეალური ანგარიშის გაპროტესტების გამო, "სქაი გერლს" ბარში ახალგაზრდა სასტიკად სცემეს.