"მე არ ვაპირებ დროის დახარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში" | ბორელი ტრამპის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"მე არ ვაპირებ დროის დახარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში", - ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.

"ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები - NATO არ შეიძლება იყოს მენიუს პრინციპით მოქმედი სამხედრო ალიანსი, რომელიც იმოქმედებს იმის მიხედვით, როგორი განწყობა ექნება პრეზიდენტს, კონკრეტულ დღეებში. ასე არ ხდება, დღეს - კი, ხვალ - არა. მოდით ვიყოთ სერიოზულები, მე არ ვაპირებ ჩემი დროის დახარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში", - განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, გუშინ თქვა, რომ არ შეაკავებდა რუსეთის თავდასხმას ნატოს იმ მოკავშირეებზე, რომლებიც ალიანსის წესდებით განსაზღვრულ სამხედრო დანახარჯების ნიშნულს ჩამორჩებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი