დასავლეთ შვედეთის ქალაქ გოტენბურგში მდებარე გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამაშველო სამსახურები ავრცელებენ.
"ცეცხლი შენობის გარეთ ერთ-ერთ წყალგამტარზე გაჩნდა და შემდეგ მთელ შენობაზე გავრცელდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გასართობ პარკში ხანძრის დროს სტუმრები არ იმყოფებოდნენ.
ახლომდებარე სასტუმროდან და შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახლში დარჩენა და კვამლისგან თავის დასაცავად ფანჯრების დახურვა ურჩია.