თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიპლომატიური კარიერა ჩაშლილია. "მთავარი არხისთვის" წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ივანიშვილი "ოცნების" მაღალჩინოსნების რიგებში ფულის გამფლანგავებს ეძებს, არ არის გამორციხული ერთ-ერთი სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძე იყოს, რომელიც დიპლომატიური მისიის ნაცვლად, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებებში ატარონ. პრობლემებია იმ სამინისტროშიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა. ახალი მინისტრი ახალ სამსახურში, საკადრო წმენდის გადაწყვეტილებით მივიდა. წამყვან თანამდებობებს ირაკლი ჩიქოვანი ბურჭულაძის კადრებისგან ასუფთავებს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ნიშნავს. ცვლილებებია კობახიძის კაბინეტშიც, ორ ვიცე-პრემიერს კიდევ ერთი დაემატა. ეს პოსტიც თავდაცვის სმაინისტროსთან ერთად ირაკლი ჩიქოვანს ჩაბარდა.