
დონალდ ტრამპი რუსეთს მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის ბოლო განცხადება დღეს მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების განხილვის მთავარ თემად იქცა. ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთან შეხვედრისას ტრამპმა ღიად თქვა, რომ წააქეზებდა რუსეთს - თავს დაესხას NATO-ს წევრ რომელიმე ქვეყანას. პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ მიიჩნევს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები წევრობის გადასახადებს თავს არიდებენ და ეს მათთვის სასჯელი იქნებოდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი