ირანში, მაჰსა ამინის ბიძას, რომელიც დემონსტრანტების მხარდასაჭერი განცხადებების გამო დააკავეს, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

ირანში, მაჰსა ამინის ბიძას, რომელიც დემონსტრანტების მხარდასაჭერი განცხადებების გამო დააკავეს, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. უფლებადამცველი ჯგუფის, Hengaw-ის ცნობით, საფა აელს "საშინაო უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებების და შეთქმულების", "სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდის" და "ისლამური რესპუბლიკის ლიდერის შეურაცხყოფის" ბრალდებების საფუძველზე 5 წლითა და 4 თვით და 17 დღით მიესაჯა პატიმრობა.

ცნობისთვის, აელი თავის სახლში 21 სექტემბერს, მაჰსა ამინის დაღუპვის პირველი წლისთავის წინ დააკავეს. Hengaw -ის ინფორმაციით,  მას სასტიკად ეპყრობოდნენ დაკავების 42 დღის განმავლობაში, სანამ წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაუშვებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მაჰსა ამინი 2022 წლის  16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც "მორალის პოლიციამ" დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მის გარდაცვალებას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივად შლიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი