
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტი აცხადებს, რომ რაფაჰში მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია გარდამტეხი მომენტია ტერორისტული დაჯგუფების, "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლაში. მისივე თქმით, სპეცოპერაციები ისევ გაგრძელდება.
"ჰამასი" დაუცველია და იქ შესაძლებელია ყველგან მისვლა და ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს იქ მძევლები და მათთან მიახლოება გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ მათ უმეტესობას ამ გზით არ გამოვიყვანთ და დავიბრუნებთ შეთანხმების პროცესებით, მაგრამ კიდევ რამდენჯერ იქნება საჭირო სამაშველო ოპერაცია და რა ვითარებაში, ვინ იცის?" - განაცხადა გალანტმა.
ცნობისთვის, IDF აცხადებს, რომ ღამით ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. ისინი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.