სროლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

სომხრეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

დღეს, 13 თებერვალს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსენს სომხურ პოზიციებს. უწყება ამბობს, რომ წინასაწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და დაჭრილები.

მანამდე აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ 12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება სტაბილური იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი