ბაიდენის თქმით, შტატები ღაზის სექტორში ექვსკვირიან ზავს ითხოვს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორში 6-კვირიან ზავს ითხოვს. ბაიდენის შეფასებით, "ჰამასსა" და ისრაელს შორის ექვსკვირიან ზავზე შეთანხმება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო გრძელვადიანი ზავის მისაღწევად.

"ჩვენ არ შეგვიძლია ვიდგეთ და ნება დავრთოთ, რომ ეს გაგრძელდეს. ჩვენ ახლავე გვჭირდება ზავი. ეს ომი უნდა დამთავრდეს", - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულას თეთრ სახლში შეხვდა. მათი საუბარი შეეხებოდა რეგიონში მიმდინარე სიტუაციას, ღაზის ჰუმანიტარულ საჭიროებებს და ისრაელის ოპერაციას ღაზის სექტორის სამხრეთში.  

მანამდე კი ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ბენიამინ ნეთანიაჰუს. მან ისრაელის პრემიერმინისტრს მოუწოდა, რომ რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის სანდო გეგმის არსებობის გარეშე, სამხედრო ოპერაცია არ დაეწყო. ბაიდენმა ღაზაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი