უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი Telegram-ზე წერს, დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლიც.
"ტრაგიკული დილა. ნიკოპოლში ადამიანი დაიღუპა. კაცი მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. ის 64 წლის იყო," - წერს ლისაკი.