მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი | ცისკარიშვილი

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი, მას გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა - გამომდინარე აქედან, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი. 

ჩემი თანაპარტიელების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, ვინც ამ აზრს იზიარებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თვითონ გამოაცხადებს“.

აცხადებს ენმ-ის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი