მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული

გამოქვეყნდა:

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათრევა საკუთარ ბანაკში, ის მაინც არ აკლებს მცდელობებს, რომ ამ ქვეყნების დასავლურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. პრორუს ოლიგარქსა და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ...ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა:

"ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო მათთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მან ასევე მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა." - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. საქართველოდან მას  საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება. ახალი პრემიერი კი მიუნხენში არ ჩადის.

კონფერენციაზე მიწვევა მიიღო და დასასწრებად გაემგზავრა პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი