აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოიცავს უკრაინის მხარდასაჭერად 60 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას. მას მხარი 66-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ 27 წავიდა.

კანონპროექტი უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დახმარებას აერთიანებს და ჯამში 95 მილიარდ დოლარს მოიცავს. სენატის დამტკიცების შემდეგ, პროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

ცნობისთვის, კანონპროექტი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ნაწილს აღარ შეიცავს. მას შემდეგ, რაც თავდაპირველი კანონპროექტი "რესპუბლიკელებმა" დაბლოკეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი