რუსებმა ხერსონში სამედიცინო დაწესებულებები და ავტობუსის გაჩერება დაბომბეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონში სამედიცინო დაწესებულებები  და ავტობუსის გაჩერება დაბომბეს. 

უწყების ცნობით, დაშავებულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  გარდა ამისა,  ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ  განაცხადა, რომ დაბომბვის დაზიანდა ტროლეიბუსი.  

ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონის რაიონის სოფელ ჰავრილივკაშიც დაბომბეს დრონებით საცხოვრებელი კორპუსი რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დაზიანებები მიიღო 71 წლის ქალმა და 36 წლის კაცმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი