ისრაელის სამხედროებმა სამოქალაქო თავშესაფარში დამალული "ჰამასის" ათობით მებრძოლი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის სამხედროებმა ხან იუნის სამოქალაქო თავშესაფარში დამალული "ჰამასის" ათობით მებრძოლი იპოვეს.

IDF-ის ცნობით, 646-ე სარეზერვო მედესანტე ბრიგადის ჯარებმა მოკლეს და დააკავეს "ჰამასის" ათობით მებრძოლი, რომლებიც ღაზას სამხრეთით მდებარე სამოქალაქო თავშესაფარში იმალებოდნენ. ასევე, IDF-ის განცხადებით, ჯარებმა თავშესაფრიდან პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაციისთვის, დერეფანი შექმნეს.

"თავშესაფარი გამოიყენა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა", რომელმაც ცინიკურად გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც ტერორის თავშესაფარი", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ბრიგადის ოპერაციების ფონზე, რეზერვისტებმა დაარბიეს "ჰამასის" ადგილები, აღმოაჩინეს გვირაბები და ამოიღეს იარაღი და აღჭურვილობა, რომელიც ტერორისტულ ჯგუფს ეკუთვნოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი