"გასაკვირი არაფერია" | კაია კალასი რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია", - ასე გამოეხმაურა ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადებას.

"რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი - ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი წარმატებაა და ეს ავნებს რუსეთს.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტების ყუთი არ შეცვლილა. ისტორიის მანძილზე რუსეთი ფარავდა თავის რეპრესიებს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების უკან. ეს ჩემი ოჯახის ისტორიიდან ვიცი. როდესაც ბებია და დედაჩემი ციმბირში გადაასახლეს, KGB (კაგებე)-მ დაპატიმრების ორდერი გასცა.

კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩემი და სხვების გაჩუმებას - მაგრამ ეს ასე არ იქნება. პირიქით, მე გავაგრძელებ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მე გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაზრდის მხარდაჭერას." - წერს კალასი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი