საიდუმლო სქემა და საავტომობილო დერეფნად ქცეული ქვეყანა. საქართველო რუსეთში ავტომობილების იმპორტის მთავარი წყარო ხდება. ორგანიზაცია აი-ფაქტის გამომძიებელი ჟურნალისტები აქვეყნებენ კვლევის შედეგებს, რომლებიც ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ სიტყვიერად უარყოფს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას, რეალურად კი ამისთვის არაფერს აკეთებს.
რუსთვის ავტობაზრობა, ლარსის და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტები - ეს ის ადგილები, საიდანაც მილიონობით დოლარის ღირებულების ასობით ავტომობილი ქვეყანას ტოვებს და ერთი შეხედვით მესამე ქვეყანაში მიემგზავრება, მაგრამ ყველამ და მათ შორის ხელისუფლებამაც იცის, რომ ეს არის ავტომობილები რუსეთის ბაზრისთვის, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანაში საქართველოდან ხვდება.