აუდიტის სამსახური ექიმთა სერტიფიცირების სისტემის უმძიმეს ხარვეზებს ავლენს. ოფიციალურ დასკვნაში, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა მოტანილია ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მინიმუმ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სერტიფიკატის გაცემა სრულიად არაადეკვატური კრიტერიუმებით ხდებოდა.
ირკვევა, რომ ტესტები 23 წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა. არადა ტესტირება ერთადერთი მეთოდია მედიკოსების ცოდნის დონისა და კომპეტენციის შესამოწმებლად. მედიცინის ექსპერტები დიდი ხანია აკრიტიკებენ სიტემას და ხელისუფლებას ალტერნატივასაც სთავაზობენ, მაგრამ "ქართული ოცნება" მანამდეც და ახლაც, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგაც დუმს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი