
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქარიშხლის გამო ავიაკომპანიებმა 1000-ზე მეტი ფრენა გააუქმეს. მეტეოროლოგების თქმით, ეს, ნიუ-იორკში, 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველი დიდი ქარბუქია.
FlightAware-ის ცნობით, დილის 7 საათზე EST, 6,902 ფრენა გადაიდო, ხოლო 1,317 გაუქმდა. ავიაკომპანიების განცხადებით, ქარიშხლიდან გამომდინარე ოთხშაბათს დილითაც შეიძლება ცუდი დღე იყოს ფრენისთვის.
ქალაქის მერმა ერიკ ადამსმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და სთხოვა თუ სახლიდან მუშაობას შეძლებენ, მაშინ გარეთ არ გამოვიდნენ.
"მივცეთ საშუალება დედა ბუნებას გააკეთოს თავისი საქმე... ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხალხი ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან თუ მათ შეუძლიათ სახლში დარჩენა, გთხოვთ, ასე მოიქცეთ." - განაცხადა მერმა.
ქარიშხლის გამო სკოლებში შეფერხდა სწავლების პროცესიც. მხოლოდ ნიუ-იორკმა 1600 სკოლა დახურა, გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება. დასავლეთ ვირჯინიაში 27 000-ზე მეტი აბონემენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.