8 წელში რუსთავის საკრებულოში "ოცნების" დეპუტატის კომპანიებმა ₾43 მილიონის ტენდერები მოიგეს | ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატის კომპანიებმა 2015-2023 წლებში 43 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. 

მათივე ინფორმაციით, მამუკა ხელაიას კომპანიებმა ტენდერების 39%-ში უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვეს.

"უკონკურენტო გარემოში მოგებული ტენდერების საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.

2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ხელაია რუსთავის საკრებულოს დეპუტატი გახდა, მისმა კომპანიამ კიდევ ₾15 მილიონამდე ღირებულების 4 ტენდერში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის საკრებულოში ის სხდომათა გაცდენის კუთხით რეკორდსმენია და 2023 წლის ჩატარებული 14 სხდომიდან ექვსს არ ესწრებოდა.

2017-2021 წლებში, ტენდერებში გამარჯვების შემდეგ, მამუკა ხელაიამ მმართველ პარტიას 55 000 ლარი შესწირა.

ბოლო, 10 000-ლარიანი შემოწირულობის გაკეთებიდან 3 დღეში ის ქართული ოცნების რუსთავის საკრებულოს სიის მე-7 ნომერი გახდა", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი