გამოქვეყნდეს ღარიბაშვილისა და გახარიას პრემიერობის დროს დამალული მთავრობის განკარგულებები | "ლელო"

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" წერვი, საბა ბუაძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დამალული მთავრობის განკარგულებები. 

ბუაძის თქმით, სწორედ ამ განკარგულებებით ხდებოდა ივანიშვილისთვის საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება და მისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა. "ლელო" ასევე ითხოვს პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვ დაიწყოს, რომელიც ანტიკორუფციულ სააგენტოს ეხებ.

"უნდა მოხდეს წლების განმავლობაში ღარიბაშვილის და გახარიას პრემიერობის დროს დამალული მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება და ეს არის ის მთავრობის განკარგულებები, რომლებითაც, მაგალითად ხდებოდა ივანიშვილისვე საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება, ხდება პირგასამტეხლოების შემცირება, ხდებოდა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა. უნდა მოხდეს ასევე ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განსახილველად გამოტანა პარლამენტში. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ შეადაროს ის ფსევდო ანტი-კორუფციული ბიურო, რომელიც "ოცნებამ" შექმნა ერთგვარ ლეღვის ფოთლად და მეორეს მხრივ ჩვენს მიერ და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებული მოდელი, რომელიც რეალურად აღჭურვილი არის საგამოძიებო ფუნქციით", - ამბობს საბა ბუაძე. 

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი