მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალს მოუწოდებს, საქართველოს ოპოზიციას არ მისცეს მიზეზი წინასაარჩევნოდ "ოცნების" კრიტიკისთვის | Ехо Кавказа-ს ავტორი

გამოქვეყნდა:

გამოცემა Эхо Кавказа-ს მიმომხილველი, მურატ გუკემუხოვი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო პირდაპირი მითითება, რომ არ  მოახდინონ "სკანდალების პროვოცირება საქართველოში", რათა "ოცნების" ოპოზიციას არ მიეცეს კრიტიკის მიზეზი.

როგორც ის წერს, ცოტა ხნის წინ, ოკუპირებულ ცხინვალს რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთაშორისი კულტურული და ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იგორ მასლოვი ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტი ადგილობრივმა მედიამ ზედაპირულად გააშუქა. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ წყაროებს აღნიშნულ შეხვედრაზე მწირი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ ამავდროულად ამტკიცებენ, რომ განხილულ საკითხებს შორის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საპარლამენტო საარჩევნო კამპანიაც იყო. ძირითადად ოფიციალური ინფორმაციაც იგივეა.

მიმომხილველი ამბობს, რომ მოსკოვის ძირითადი მოთხოვნა ამ კამპანიის შესახებ არაერთხელ გაჟღერდა - მან არ უნდა გამოიწვიოს შიდა პოლიტიკური კრიზისი.

"მაგრამ ამჯერად რაღაც ახალი გამოჩნდა - კამპანიამ არ უნდა გამოიწვიოს სკანდალები საქართველოში, სადაც საპარლამენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში საარჩევნო კამპანიის შემდეგ მალევე - ოქტომბერში გაიმართება. 

ამ თვალსაზრისით, მოსკოვს არ სურს სამხრეთ ოსეთელმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთი მიზეზი მისცენ ოპოზიციას "მეოცნებეების" საყვედურისთვის. ანუ კატეგორიულად სასურველია წინასაარჩევნო დებატებიდან გამოირიცხოს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადახედვა, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი და ა.შ." - წერია მასალაში.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი