"ევროოპტიმისტები" საგარეო საქმეთა მინისტრს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ჯგუფი "ევროოპტიმისტები" საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. დეპუტარ ხატია დეკანოიძის თქმით, საკითხი ეხება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწიელობას.

"ვიბარებთ ინტერპელაციის სახით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ, მათ შორის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრისგან განმარტება, ან მოსაზრება, როგორ შეიძლება უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს მისცენ საშუალება იმის, რომ მათ საზღვარგარეთ უბნებზე, კონკრეტულად ახალგახსნილ უბნებზე ჰქონდეთ საშუალება ხმის მიცემის. სპეციალურ სიებში რომ შეიყვანონ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვინაიდან არსებობს ძალიან სერიოზული შიში ჩვენი თანამოქალაქეების, რომ მათ არ ექნებათ საშუალება მისცენ ხმა", - თქვა დეკანოიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი