ლიბანიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 დაიჭრა | ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ისრაელში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 8 მოქალაქე კი დაიჭრა. 

გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა გარემოებები მიუთითებს, რომ იგი ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰეზბოლამ განახორციელა. ბოლო თვეების განმავლობაში, ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელზე ყოველდღიურ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე ჩრდილოეთის სარდლობის შტაბის ბაზა იყო, რომელიც ქალაქ საფედში მდებარეობს. ასევე სამიზნე იყო, საფედის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა.

ქალაქ საფედის ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტები მოხვდა სამხედრო ბაზასა და ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში არსებულ შენობებს. 

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთმა მათგანმა საშუალო დონის დაზიანებები მიიღო, ექვს დაშავებულს კი მცირე დახმარების საჭიროება ჰქონდა. 

თავდასხმის პასუხად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის ტერიტორიაზე "ფართო" მასშტაბის საჰაერო თავდასხმები განახორციელეს. ოპერაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი