"ღირსეული სამუშაო ადგილები ყველასთვის" | “გამარჯვების კოალიციამ” დასაქმების გეგმა წარადგინა

გამოქვეყნდა:

ღირსეული სამუშაო ადგილები ყველასთვის, განვითარებული ეკონომიკა და ევროპული და ამერიკული ინვესტიციები - ასეთია "გამარჯვების კოალიციის დასაქმების გეგმა. კოალიციას მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" ხელფასების პირობებში ემიგრაციის გაზრდილი მაჩვენებლის მარტივი მიზეზი სამუშაო ადგილების არარსებობაა. კოალიციაში ამბობენ, რომ "გამარჯვების კოალიციის" მიზანია რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, რათა ქვეყანაში დასაქმების პრობლემა გადაიჭრას.

"სწორედ ეს მაღალანაზღაურებადი მაღალტექნოლოგიურ გადამამუშავებელი საწარმოების გაკეთება, აი ამ შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის ჩარჩოს შიგნით ჩვენ შეგვეძლო ამ კონცეფციაში ჩაგვედო და აუცილებლად ამას გავაკეთებთ გამარჯვების შემდეგ, რომ ქართული ინტერესი ჩავდოთ, რომ აქ შეიქმნას სამუშაო ადგილები და აქ იყოს ეგეთი ტიპის მაღალტექნოლოგიური წარმოებები, რომელიც მაღალ დამატებულებას ქმნის, შესაბამისი ხელფასებია", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი