რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მიკოლაივკა დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.
"რუსებმა მიკოლაივკაში ორი ადამიანი მოკლეს. ამ დროისთვის ცნობილია ორი გარდაცვლილი ქალი - 62 და 74 წლის. გარდა ამისა, დაშავდა ერთი ადამიანი", - აცხადებს დონეცკის ოლქის რეგიონული ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი.
მისივე ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქს ცეცხლი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათზე გაუხსნეს. თავდასხმის საბოლოო შედეგები დგინდება.