პრორუსი ოლიგარქი და დავა ოფიციალურ ჩანაწერზე | "ოცნების" იერიში მიუნხენის კონფერენციაზე

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიულმა რეჟიმმა მსოფლიო მნიშვნელობის უსაფრთხოების ფორუმის დისკრედიტაცია დაიწყო. "ოცნების" ხელისუფლებამ იერიში მიუნხენის კონფერენციაზე მას შემდეგ მიიტანა, რაც მის წლიურ ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი სახელი გამოჩნდა. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები უკვე ღიად მოიხსენიებენ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს პრორუს ოლიგარქად, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკიდება საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროპული გზიდან გადახვევაზე. 

"ქართული ოცნების" პოლიტიკური დემარშის მიუხედავად საქართველო მიუნხენში მაინც უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. გერმანიაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიემგზავრება, რომელსაც მთავრობის თანხმობა არ ამჯერად უთხოვია. "ქართული ოცნებისა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მიუნხენში საგარეო საქმეთა მინისტრი დაიცავს, რომლის მთავარი დავალება წლიურ ანგარიშში მოყვანილი ფაქტების განეიტრალებაა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი