კრემლი ზეწოლას ზრდის და აფხაზებისგან სულ უფრო მეტს მოითხოვს. მოსკოვიც და სოხუმიც მალავენ, მაგრამ ქუჩაში გამოსული აფხაზები ხმამაღლა აპროტესტებენ რუსეთის ბოლო მოთხოვნას, რომელიც ბიჭვინთის აგარაკებს უკავშირდება. ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი დაჟინებით მოითხოვს აგარაკების მესამე პირზე გასხვისების უფლებას - რაც ამჟამად მოქმედი ხელშეკრულებით აკრძალულია. სამოქალაქო საზოგადოებაც და ოპოზიციაც სოხუმში ამ ფაქტს უმწვავესად აპროტესტებს და მოქმედი პრეზიდენტის გადადგომასაც კი მოითხოვს.