Super Bowl-ის გამარჯვების აღლუმზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

Super Bowl-ის გამარჯვების აღლუმზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სროლა ისმოდა იუნიონის სადგურის დასავლეთით, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ისინი მუშაობენ ყველას გასათავისუფლებლად. 

"ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხი რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გავიდეს ტერიტორიიდან და მოერიდონ პარკინგის ადგილს, რათა ხელი შეუწყონ სროლის შედეგად დაზარალებულთა მკურნალობას", - აცხადებენ პოლიციაში.

პოლიციის ცნობით, მისურის შტატში, კანზას სიტიში მომხდარი სროლის შემდეგ ორი შეიარაღებული პირი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი