კურსკის გუბერნატორის თქმით, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კურსკის რეგიონში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის მტკიცებით, ცეცხლის გაჩენა უკრაინული მხარის მიერ დრონებით განხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია.

"წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე ამ დროისთვის ყველა სპეცსამსახური მუშაობს. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე", - წერს გუბერნატორი.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. 

ცეცხლის გაჩენის შესახებ ინფორმაცია ასევე გაავრცელეს რუსულმა Telegram არხებმა Baza-მ და 112-მა. 

Baza-ს ინფორმაციით, ცეცხლი წაეკიდა ტანკერს, რომელიც 100 ტონამდე ნავთობს ინახავდა. 112-ის ინფორმაციით კი ნავთობის საცავს ორი დრონით დაესხნენ თავს, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობით დატვირთულ 3 ტანკერს, რომელთაგანაც ერთ ნაწილობრივ განადგურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი