უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 15 თებერვლის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 26 რაკეტიდან 13 გაანადგურეს.
რაკეტები სხვადასხვა ტიპის იყო, უწყება ამბობს, რომ 12 - Kh-101/Kh-555/Kh-55 ფრთოსანი; 6 ისკანდერ-მ/KN-23 ბალისტიკური რაკეტა; 2 ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი"; 4 X-59 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა; 2 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300.
ცნობისთვის, კიევში, ლვოვში და სხვა ქალაქებში ღამის განმავლობაში სარაკეტო თავდასხმა იყო.
სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ლვოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ. მისი თქმით, აფეთქების ტალღამ 16 საცხოვრებელ კორპუსში მინა ჩაამტვრია, ასევე დაზიანდა სახლებთან გაჩერებული მანქანები.
ზაპოროჟიეში დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, განაცხადა საკრებულოს მდივანმა ანატოლი კურტევმა. მისი თქმით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება და კომერციული ფართები, ცეცხლი გაუჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც.