სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

„სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ამიტომ ეს არის მისი, კერძო პირის ყოფნა იქ. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თანამდებობას ინარჩუნებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებული არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, პარლამენტს უნდა მიეღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი რატომაც პარლამენტში ვერ შეგროვდა პარლამენტის წევრების 2/3 არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა."

აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრება. პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და საქართველოს მთავრობისგან ნებართვა არ აუღია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი