ყოფილი აზოვის პოლკი ავდეევკაში გადაისროლეს | ქალაქში რთული ვითარებაა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 თავდასხმის ბრიგადამ (ყოფილი აზოვის პოლკი) დაადასტურა, რომ სასწრაფოდ გადაიყვანეს ავდეევკაში.

„ვითარება ავდიივკაში კვლავ საშიში და არასტაბილურია. მტერი აგრძელებს ჯარების აქტიურ როტაციას და ქალაქში ახალი ძალები შეჰყავს" - იუწყება ბრიგადა. სარდლობის ინფორმაციით, რუსეთს ქალაქის ირგვლივ შვიდი ბრიგადა ჰყავს კონცენტრირებული. 

ცნობისთვის, მე-3 თავდასხმის ბრიგადა 2023 წლის იანვარში, აზოვის პოლკის სპეციალური ოპერაციების ძალებისგან ჩამოყალიბდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი