უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დაწესებას ბლოკავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, 14 თებერვალს გამართულ EU-ს ელჩების შეხვედრაზე, უნგრეთის წარმომადგენელი ერთადერთი იყო, ვინც სანქციების მეცამეტე პაკეტს მხარი არ დაუჭრია.
პაკეტი 200-ზე მეტ ინდივიდსა და კომპანიას აერთიანებს რუსეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინაში ომს უჭერენ მხარს.
ერთ-ერთ წყაროს ინფორმაციით, უნგრეთის მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ის ფაქტი, რომ სიაში ჩინური კომპანიებიც მოხვდნენ.
კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, უნგრეთის ელჩმა "ცოტა მეტი დრო ითხოვა წინადადების შინაარსის გასაანალიზებლად".
შეხვედრასთან დაკავშირებით EU-ში უნგრეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.
Financial Times აღნიშნავს, რომ დისკუსია სანქციების პაკეტზე კვლავ გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა კი, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გაიმართება. სანქციების პაკეტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ შემოასხდება შემდეგ ოთხშაბათამდე მიაღწევენ, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების მეორე წლისთავზე, 24 თებერვალს, სანქციების პაკეტი მზად იყოს.